Saturday, December 11, 2010
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
Who is Fit and Well? (ვინ არის ჯანსაღი?)
1. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით,
2. სახელმძღვანელოს, ასევე სხვა სასწავლო მასალის მიხედვით,
3. სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი – V² კლასი – დ3
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში15 მოსწავლეა
ნორმალური განვითარების ბავშვები
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი აქტუალურია, საინტერესოა და მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ უკვე დაუფლებულ ლექსიკურ-გრამატიკულ უნარებ-ჩვევებს, უკავშირებენ მათ ახალს, რაც შემდგომში დაეხმარებათ სხვა საკითხებზე დინამიურად გადასვლაში და შემდგომში ცოდნის ინტეგრირებაში. ამავდროულად საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედებითი მხარეც. მიეჩვიონ თანამშრომლობას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები ამოიცნობენ და ისწავლიან ტკივილის გამომხატველ სიტყვებს. დაეუფლებიან წერის, კითხვის, მოსმენის უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევას, ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით ტექსტის დამუშავებას, გაიუმჯობესებენ ენის ინტონაციას და მეტყველების უნარს წინარე ცოდნის გამოყენებითა და ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისების საშუალებით, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება. ასევე განუვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემათა გადაჭრის უნარი. გამოიმუშავებენ თვითშეფასების და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარებსაც. გაიწაფებიან ფანტაზიის მრავალმხრივ გამოყენებაში. მიეჩვევიან სისწრაფეს.
უნდა მოვახდინოთ მოსწავლის მოტივაცია.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ შემდეგი სახის დამოკიდებულებები:
1.უცხო ენის სწავლის სურვილი
2. ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ
3.განუვითარდებათ ღირებულებითი შეფასების უნარი
4. ცნობისმოყვარეობის გაღვივებას
5. შთაბეჭდილებების და გამოცდილების გაზიარება
6. განუვითარდებათ ფანტაზია.
7. ისწავლიან თანამშრომლობას ამხანაგებთან
8. გახდებიან კონკურენტუნარიანები
მიმართულება - მოსმენა:
უცხ.დ.3.1 მოსწავლე ისმენს და იგებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.
(სათანადოდ რეაგირებს, ასრულებს სავარჯიშოებს)
უცხ.დ.3.2. მოსწავლე ისმენს და იგებს მცირე ზომის დიალოგს
უცხ.დ.3.3. მოსწავლე ისმენს და იგებს თხრობითი ხასითის ტექსტს.
უცხ.დ.3.5. მოსწავლე შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით იყენებს სათანადო სტრატეგიებს
მიმართულება – კითხვა:
უცხ.ს.I.9. მოსწავლე კითხულობს და იგებს სავარჯიშოს პირობას (ასრულებს მითითებას).
უცხ.ს.I.13. მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის თხრობით ტექსტს.
უცხ.დ.3.12. მოსწავლე ამოიცნობს სხვადასხვა ტიპის ტექსტის სტრუქტურულ და ენობრივ მახასისთებლებს.
უცხ.დ.3.12. მოსწავლე შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით იყენებს სათანადო სტრატეგიებს (გაცნობითი და ძიებითი - კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად)
მიმართულება – წერა
უცხ.დ.3.15. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, იძენს ელემენტარულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს და ცდილობს ფუნქციურად გამოიყენოს ისინი.
მიმართულება – ლაპარაკი
უცხ.დ.3.17. მოსწავლე ეუფლება მეტყველებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
(გასაგებად მეტყველებს და ცდილობს დაიცვას ენისათვის დამახასიათებელი ინტონაცია, ჟღერადობა, აქვს სათანადო გამოთქმა)
დიალოგური მეტყველება
უცხ.დ.3.18. მოსწავლე მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში.
უცხ.დ.3.21. მოსწავლე იყენებს სათანადო სტრატეგიებს.
მიმართულება - სწავლის სწავლა
უცხ.დ.3.30. მოსწავლე იყენებს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მასალის ასათვისებლად
უცხ.დ.3.31. მოსწავლე იყენებს სტრატეგიებს გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად.
უცხ.დ.3.32. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან (მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით). (ამხნევებს თანაგუნდელებს, ეხმარება, აქტიურად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში)
უცხ.დ.3.33. მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,
|
წინასწარი ცოდნა
|
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ უნდა ფლობდნენ ამ თემასთან დაკავშირებულ ელემენტარულ ენობრივ-ლექსიკურ მარაგს, უნდა იცოდნენ წინადადების სწორად აწყობა, “to be” ზმნის უღლება, სიტყვათშეთანხმება, Present Simple, Present Continuous, There is/There are კონსტრუქცია, მოდალური ზმნა ‘must’. ასევე მათ დავალებული ჰქონდათ მასწავლებლის მიერ მითითებული ინფორმაციის დამუშავება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და ჯგუფური აქტივობა.
შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური...
შეფასების კრიტერიუმები:
მოსწავლეების მიერ შერულებული კომიქსები მომცემს საშუალებას გავიგო თუ როგორ გაიგეს მათ მასალა
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
1. Kid’s box 3 – Caroline Nixon;
2. Internet -ში მოძიებული მასალა ;
3. MS Word-ში დამზადებული:
ა) თემატური სიტყვებით შესავსები ტექსტი,
ბ) დაჭრილი ასაწყობი ტექსტი
(შერჩეული ტექსტები შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის უნარებს.)
4. ფლომასტერები, თაბახის ფურცლები, ფანქრები,
5. ჯგუფების გადასანაწილებლად გამოყენებული დაჭრილი ფურცლები (A-B-C)
6. Ms Excel - რუბრიკა
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
დაგვჭირდება ელემენტარული ცოდნა აღნიშნულ თემაზე; გრამატიკული ერთეულების გააქტიურება, მაგ, Present Simple, Present Continuous, There is/There are კონსტრუქცია, ’must’.
სასწავლო მიზნის მისაღწევად განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს: (დრო – 45წთ)
მუშაობის ტიპი – ჯგუფური (3 ჯგუფად) – ყოველ ჯგუფს ჰყავს თავის ლიდერი და აქვს სახელწოდება.
I აქტივობა – მოსწავლეები შემოდიან საკლასო ოთახში, იღებენ პატარა ფურცლებს და შესაბამის მაგიდასთან სხდებიან.-2წთ
II აქტივობა – გონებრივი იერიში - მოსწავლეები უყურებენ პატარა ანიმაციის ნაწყვეტს (უხმოდ)-1წთ
III აქტივობა – ამის შემდეგ წარმოთქვამენ ვარაუდებს თუ რის შესახებ იქნება გაკვეთილი. -1წთ
IV აქტივობა – უყურებენ გახმოვანებულ ანიმაციას. - 3წთ
V აქტივობა - - მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან ნაჩვენებ სურათებს და მოც. სიტყვებს და უნდა ამოიცნონ რა ტკივილი აწუხებს ადამიანს. ამოიცანით ტკივილი სლაიდზე? (სლაიდ–შოუ)–
VI აქტივობა - მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოც. სიტყვები დაალაგონ ანბანური თანმიმდევრობით. – (2 წთ)
VII აქტივობა - მინი-ტექსტის კითხვა - ინგლისურის მასწავლებელი ჯგუფებს ავალებს ტექსტის თემატური სიტყვებით შევსებას (მოსწავლე იყენებს კითხვის ტექნიკის სტრატეგიას - გაცნობითი კითხვა) (დანართი #2) - (5 წთ)
VIII აქტივობა – მასწავლბლი აცნობს შესაძლო ვარიანტებს თუ რა სპორტის სახეობას შეიძლება მისდევდე, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან მათ დასახელებაში. ასევე აცნობს სპორტული ცეკვების, აერობიკისა და ჯანმრთელი საკვების როლს - (5 წთ)
IX აქტივობა - შემდგომ ჯგუფები აირჩევენ წინასწარ კონვერტში მასწავლებლის მიერ გამზადებულ ფრაზებს. გაეცნობიან მათ და ააწყობენ, შეადგენენ მოკლე დიალოგებს და დაამზადებენ კომიქსს ( ასევე დამატებით მოცემული ექნებათ სიტყვები სლაიდზე) - (18წთ)
X აქტივობა –მოხდება კომიქსის პრეზენტაცია/გათამაშება. (3 წთ)
XI აქტივობა – (2წთ) - მასწ. და მოსწავლეები აფასებენ ნამუშევრებს
· საშინაო დავალება: „ შეადგინეთ ჯანმრთელობის კოდექსი” ( 5-10 წესი)
|
Subscribe to:
Posts (Atom)